მშრალი წმენდა
მტვრის შრის შეწოვა
| |
|
მუშა ელექტროხელსაწყოებიდან მტვრის შეწოვა (იხ.სურ. G)
- თუ გამომუშავებული ჰაერი შენობაში შემოდის, უნდა უზრუნველყოთ ვენტილაციის საკმარისი ინტენსიურობა (L). დაიცავით შესაბამისი ეროვნული მითითებები.
მტვერსასრუტში ჩაშენებულია როზეტი დამცავი კონტაქტით (4). მასზე შეგიძლიათ ჩართოთ გარე ელექტროხელსაწყო. გაითვალისწინეთ ჩართული ელექტროხელსაწყოს მაქსიმალურად დასაშვები გამოყენებადი სიმძლავრე.
- დაამაგრეთ მტვერგაყვანის გადამყვანი (20).
- ჩასვით მტვერგაყვანის გადამყვანი (20) ელექტროხელსაწყოს მტვერგაყვანის მილყელში.
მითითება: ელექტროხელსაწყოსთან მუშაობისას, რომლებიც მცირე ჰაერს გამოყოფენ შემწოვ შლანგში (მაგ.: ბეწვა ხერხი, სახეხი მანქანები და ა.შ.), საჭიროა გახსნათ ჰაერის საცობიანი ხვრელი (32) მტვერგაყვანის გადამყვანზე (20). მხოლოდ ასე შეიძლება უზრუნველყოთ ფილტრების ავტომატური წმენდის უწყვეტი მუშაობა.
ამისათვის მოატრიალეთ ჰაერის საცობიანი ხვრელის რგოლი (32), სანამ ხვრელი არ მიაღწევს მაქსიმალურ ზომას.
| |
| |
| |
|