ფილტრის ავტომატური წმენდა (იხ.სურ. H)
ფილტრის ავტომატური წმენდისას (AFC = Automatic Filter Cleaning) ბრტყელი დაკეცილი ფილტრი იწმინდება (24) ყოველ 15 წამში ერთხელ ჰაერის დარტყმების მეშვეობით (პულსაციური ხმაური).
ფილტრის ავტომატური წმენდა უნდა ჩართოთ მანამდე, სანამ შეწოვის სიმძლავრე გახდება არასაკმარისი.
ფილტრის წმენდის რეგულარული გამოყენებისას იზრდება ფილტრის მომსახურების ვადა.
ფილტრის მომსახურების იდეალური ვადის მისაღწევად გამორთეთ ავტომატური წმენდა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგ.: სუფთა სითხეების შეწოვისას ან ქაღალდის ტომარის გამოყენებისას.
გარედან დაბინძურებულ ფილტრს აქვს სრული ფუნქციონალურობა.ბრტყელი ნაოჭა ფილტრის ხელით გაწმენდა დაბერტყვის ან შებერვის გზით არ არის საჭირო და შესაძლოა გამოიწვიოს ფილტრის დაზიანება.
მითითება: ქარხნიდან მოწოდებისას ფილტრის ავტომატური წმენდა ჩართულია.
ფილტრის ავტომატური წმენდის ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია მხოლოდ ჩართულ ინსტრუმენტზე.
- AFC გამორთვა
დააჭირეთ ღილაკს AFC (3).
საკონტროლო LED (33) ქრება. - AFC ჩართვა
დააჭირეთ ღილაკს AFC (3).
საკონტროლო LED (33) ანთია მწვანედ.