მტვერსასრუტის უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები
წაიკითხეთ ყველა უსაფრთხოების ინფორმაცია და ინსტრუქცია. უსაფრთხოების ინფორმაციის არ გათვალისწინებამ და ინსტრუქციების არ დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან სერიოზული დაზიანება.
შეინახეთ ყველა გაფრთხილებები და ინსტრუქციები შემდგომი გამოყენებისთვის.
- ეს მტვერსასრუტი არ არის განკუთვნილი გამოყენებისთვის ბავშვების ან ფიზიკური, სენსორული ან გონებრივი დარღვევების მქონე პირების მიერ. ის არ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ არასაკმარისი გამოცდილება და ცოდნა. სხვა შემთხვევაში, არსებობს მუშაობის შეცდომების და დაზიანებების რისკი.
- ზედამხედველობა გაუწიეთ ბავშვებს. ეს უზრუნველყოფს, რომ ბავშვები არ ითამაშებენ მტვერსასრუტით.
- არ შეაგროვოთ მტვერსასრუტით წიფელის და მუხის ნახერხი, სამთო საბადოების და აზბესტის მტვერი. ეს მასალა კონცეროგენულია.
მტვერსასრუტი გამოიყენეთ იმ შემთხვევაში, თუ მიიღეთ საკმარისი ინფორმაცია მტვერსასრუტის გამოყენების, მტვერსასრუტით გაწმენდისთვის გამოსაყენებელი მასალების და მათი უსაფრთხო გადაყრის შესახებ. მითითებების დაწვრილებითი შესწავლა ამცირებს არასწორი გამოყენების საფრთხეს და ტრავმის მიღების რისკს.
აღნიშნული მტვერსასრუტი გამოიყენება მშრალი ნივთიერებების გასაწმენდად და ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული სითხეებისთვის შესაბამისი ზომების მიღების შემთხვევაში. სითხეების შეღწევა ზრდის ელექტროშოკის რისკს.
- არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი აალებადი ან ასაფეთქებელი სითხეების გასაწმენდათ, როგორიცაა ბენზინი, ზეთი, ალკოჰოლი ან გამხსნელები. არ გაწმინდოთ მტვერსასრუტით ცხელი, წვადი ან აფეთქებადი მტვერი. არ იმუშაოთ მტვერსასრუტით აფეთქების საშიშროების მქონე ადგილებში. მტვერს, ორთქლს და სითხეებს შეუძლიათ აალება ან აფეთქება.
როზეტი გამოიყენეთ მხოლოდ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში მითითებული მიზნებისთვის.
თუ შეამჩნევთ ქაფს ან წყლის ჟონვას, მაშინვე გამორთეთ მტვერსასრუტი და დააცარიელეთ კონტეინერი. სხვა შემთხვევაში, მტვერსასრუტი შეიძლება დაზიანდეს.
- შენიშვნა: მტვერსასრუტი მხოლოდ შენობაში უნდა ინახებოდეს.
- ყურადღება! რეგულარულად გაწმინდეთ სითხის დონის მაჩვენებლები და შეამოწმეთ, ხომ არ არის დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანდეს ფუნქცია.
- თუ მტვერსასრუტის მუშაობა ნესტიან ადგილას გარდაუვალია, გამოიყენეთ ნარჩენი დენის მოწყობილობა (RCD). RCD– ის გამოყენება ამცირებს ელექტროშოკის რისკს.
- ყოველთვის შეამოწმეთ მტვერსასრუტი, კაბელი და შტეფსელი გამოყენებამდე. არ გამოიყენოთ მტვერსასრუტი ნებისმიერი დაზიანმების აღმოჩენის შემთხვევაში. თქვენ თვითონ არ გახსნათ მტვერსასრუტი. მისი შეკეთბა უნდა განახორციელოს მხოლოდ კვალიფიციურმა პროფესიონალმა მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. დაზიანებული მტვერსასრუტები, კაბელები და შტეფსელები ზრდიან ელექტროშოკის რისკს.
- არ გაჭყლიტოთ კაბელი ან არ გადაუაროთ მოწყობილობით. არ მოქაჩოთ დენის კაბელს შტეფსელის როზეტის გამოსაღებად ან მტვერსასრუტის გადასაადგილებლად. დაზიანებული კაბელები ზრდის ელექტროშოკის რისკს.
- გამოიღეთ შტეფსელი როზეტიდან მტვერსასრუტის გაწმენდამდე ან ტექნიკურ მომსახურებამდე, მოწყობილობის რეგულირებისთვის, აქსესუარების შეცვლამდე ან მტვერსასრუტის შენახვამდე. ეს უსაფრთხოების ზომები აღკვეთს მტვერსასრუტი შემთხვევით გაშვებას.
- დარწმუნდით, რომ სამუშაო ადგილი კარგად ვენტილირებადია.
- მტვერსასრუტის შეკეთება უნდა განახორციელოს მხოლოდ კვალიფიციურმა პროფესიონალმა მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ეს უზრუნველყოფს მტვერსასრუტის უსაფრთხოების დაცვას.
მტვერსასრუტი შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე მტვერს. გავლების და ტექმომსახურების პროცედურები, მათ შორის მტვრის კონტეინერის გამოღება, ნებადართულია მხოლოდ სპეციალისტის მიერ. საჭიროა შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა. არ ამუშაოთ მტვერსასრუტი სრული და ხარისხიანად დაყენებული საფილტრი სისტემის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს ჯანმრთელობას.
- მოწყობილობის პირველად გამოყენებამდე, შეამოწმეთ, რომ მტვერსასრუტის შლანგი კარგ მდგომარეობაშია. მტვერსასრუტის შლანგი დატოვეთ შეერთებული, მტვერი შემთხვევით რომ არ გამოვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ შეიძლება შეისუნთქოთ მტვრის ნაწილაკები.
- არ დაჯდეთ მტვერსასრუტზე. ამ გზით თქვენ შეიძლება დააზიანოთ მტვერსასრუტი.
- ფრთხილად იყავით კვების კაბელისა და ვაკუუმის შლანგის გამოყენებისას. არასწორმა გამოიყენებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა ადამიანებს.
- არ გაასუფთაოთ მტვერსასრუტი წყლის ჭავლით პირდაპირ მასზე შესხურებით. წყლის შეღწევამ მტვერსასრუტის ზედა ნაწილში გაზრდის ელექტროშოკის რისკს.
- შეაერთეთ მტვრის გამწოვი სწორად დამიწებული ელექტრომომარაგების სისტემასთან. შტეფსელი როზეტი და დამაგრძელებელ კაბელსუნდა ჰქონდეთ სრულად მოქმედი დამცავი გამტარებელი.