უსაფრთხოების ტექნიკის სხვა მითითებები
- არ შეხედოთ გამოსხივების წყაროს ფოკუსირებული ოპტიკური ხელსაწყოების მეშვეობით, მაგალითად, ბინოკლით ან გამადიდებელი შუშით. ამან შეიძლება გამოიწვიოს თვალების დაზიანება.
მაგნიტებით აღჭურვილი აქსესუარები ახლოს არ მიიტანოთ იმპლანტებთან და სხვა სამედიცინო მოწყობილობებთან, როგორიცაა კარდიოსტიმულატორი ან ინსულინის ტუმბო. აქსესუარებში მაგნიტები ქმნიან ველს, რომელსაც შეუძლია დაარღვიოს იმპლანტების ან სამედიცინო მოწყობილობების მუშაობა. |
- მაგნიტის აქსესუარები შეინახეთ უსაფრთხო მანძილზე (ელექტრო) მაგნიტური ველების ზემოქმედების მიმართ მგრძნობიარე მონაცემების მაგნიტური მატარებლებისგან და მოწყობილობებისგან/ხელსაწყოებისგან. აქსესუარებში ჩაშენებული მაგნიტების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების გამოუსწორებელი დაკარგვა.