ექსპლუატაცია ბატარეებით
საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.
ბატარეები უნდა ჩასვათ ბატარეების გადამყვანში.
- ბატარეების გადამყვანი გათვალისწინებულია მხოლოდ შესაბამის Bosch საზომ ინსტრუმენტებში გამოსაყენებლად, დაუშვებელია მათი გამოყენება ელექტროხელსაყოში.
ბატარეების ჩასასმელად, გაწიეთ ბატარეების გადამყვანის ბუდე (14) აკუმულატორის განყოფილებაში (15). მოათავსეთ ბატარეები ბუდეში გადამყვანის თავსახურზე სურათის შესაბამისად (11). ჩამოაცვით თავსახური ბუდეს, რათა მკვეთრად შევიდეს მოდებაში.
ბატარეების (13) გამოსაღებად, დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (12) გადამყვანის თავსახურზე (11) და მოხსენით თავსახური. გამოიღეთ ბატარეები. შიგნით არსებული ბუდის (14) აკუმულატორის განყოფილებიდან ამოსაღებად, მოკიდეთ ბუდეს და გამოიღეთ საზომი ინსტრუმენტიდან, გვერდითა კედლებზე ოდნავ დაჭერით.
ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
- ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ დიდი ხნის განმავლობაში არ გამოიყენებთ მას. საზომ ხელსაწყოში ხანგრძლივი შენახვის შემთხვევაში შესაძლოა ელემენტის კოროზია.