ექსპლუატაციაში ჩაშვება
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ტენიანობისა და მზის პირდაპირი სხივებისგან.
- დაიცავით საზომი ხელსაწყო ექსტრემალური ტემპერატურებისა და ტემპერატურის ვარდნის ზემოქმედებებისკან. არ დატოვოთ იგი, მაგალითად, დიდი ხნით მანქანის სალონში. ტემპერატურის მნიშვნელოვანი რყევის შემთხვევაში, ჯერ აცალეთ საზომ ხელსაწყოს გაგრილება/გათბობა და მუშაობის გაგრძელებამდე ყოველთვის შეასრულეთ სიზუსტის შემოწმება იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
ექსტრემალურმა ტემპერატურებმა და ტემპერატურის ვარდნამ შეიძლება უარყოფითდ იმოქმედოს საზომი ხელსაწყოს სიზუსტეზე.
- მოერიდეთ საზომი ხელსაწყოს ვარდნას და ძლიერ დარტყმებს. ელექტროხელსაწყოზე ძლიერი ზემოქმედების შემდეგ, რეკომენდებულია მისი სიზუსტის შემოწმება, სანამ გააგრძელებთ მასთან მუშაობას იხ. საზომი ხელსაწყოს სიზუსტის შემოწმება.
- ტრანსპორტირებისას, გამორთეთ საზომი ხელსაწყო. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში მკვეთრი მოძრაობებისას შესაძლოა დაზიანდეს.
ჩართვა/გამორთვა
საზომი ხელსაწყოს ჩასართავად, გადაწიეთ ამომრთველი (3) პოზიციაში ON. პირდაპირ გამორთვის შემდეგ, საზომი ხელსაწყო ასხივებს ლაზერის სხივებს ლაზერის სხივის გამოსასვლელი ხვრელებიდან (4).
- არ მიმართოთ ლაზერის სხივი ადამიანებზე ან ცხოველებზე და მოერიდეთ პირდაპირ ვიზუალურ კონტაქტს ლაზერის სხივთან, მაშინაც კი, თუ დიდ მანძილზე იმყოფებით.
საზომი ხელსაწყოს გამოსართავად, გადაწიეთ ამომრთველი (3) პოზიციაში OFF. გამორთვისას ხდება ქანქარა მექანიზმის დაბლოკვა.
- არ დატოვოთ ჩართული საზომი ხელსაწყო უყურადღებოდ და გამორთეთ საზომი ხელსაწყო გამოყენების შემდეგ. ლაზერის სხივმა შეიძლება დააბრმავოს სხვა ადამიანები.
თუ საზომი ინსტრუმენტის ტემპერატურა უახლოვდება მაქსიმალურად დასაშვებს სამუშაო ტემპერატურას, ლაზერული ხაზების სიკაშკაშე ნელ-ნელა იკლებს.
მაქსიმალურად დასაშვები სამუშაო ტემპერატურის გადამეტებისას ლაზერული ხაზები იწყებს ციმციმს, შემდეგ საზომი ინსტრუმენტი გამოირთობა. როდესაც საზომი ინსტრუმენტი გაგრილდება, ის ისევ მზადაა სამუშაოდ და შეგიძლიათ მისი ჩართვა.
ავტომატური გამორთვა
თუ დაახ. 120 წთ განმავლობაში საზომ ინსტრუმენტზე არ დააჭერთ არავითარ ღილაკს, საზომი ინსტრუმენტი აკუმულატორის ან ბატარეის მუხტის დაზოგვის მიზნით ავტომატურად გამოირთობა.
საზომი ხელსაწყოს თავიდან ჩასართავად ავტომატური გამორთვის შემდეგ, შეიძლება ან გადაწიოთ ამომრთველი (3) ჯერ პოზიციაში OFF და შემდეგ ისვ ჩართოთ საზომი ხელსაწყო, ან ერთხელ დაჭიროთ ლაზერის მუშაობის რეჟიმის (არჩევის) ღილაკს (2).
ავტომატური გამორთვის დეაქტივაციისთვის, ჩართული საზომი ხელსაწყოს დროს, გეჭიროთ დაჭრილ მდგომარეობაში ლაზერული რეჟიმის (არჩევის) ღილაკი (2) მინიმუმ 3 წ განმავლობაში. თუ ავტომატური გამორთვა დეაქტივირებულია, ლაზერის სხივები ხანმოკლედ ანათებს დასადასტურებლად.
ავტომატური გამორთვის გასააქტიურებლად გამორთეთ და ხელახლა ჩართეთ საზომი ხელსაწყო.