ტექმომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
- რეგულარულად გაწმინდეთ ელექტროხელსაწყოს საჰაერო ხვრელები. ძრავის ვენტილატორმა შეიძლება შეიწოვოს მტვერი კორპუსში და ლითონის ფხვნილის ზედმეტმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრული საფრთხე.
- ექსტრემალური სამუშაო პირობების შემთხვევაში, ყოველთვის გამოიყენეთ მტვრის გამწმენდი მოწყობილობა. ხშირად გაანიავეთ სავენტილაციო ჰაერგამტარი და შეაერთეთ ელექტროხელსაწყო დამცავი გამომრთველი მოწყობილობის მეშვეობით (УЗО). ლითონების დამუშავებისას შიგნით ელექტროხელსაწყოს შეიძლება დაიფაროს დენგამტარი მტვერით. ამან შეიძლება დააზიანოს ელექტროხელსაწყოს დამცავი იზოლაცია.
- სარემონტო და ტექნიკური მომსახურება უნდა შესრულდეს მხოლოდ კვალიფიციური პერსონალის მიერ. ეს უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უსაფრთხო ექსპლუატაციას.
თუ საჭიროა შემაერთებელი კაბელის გამოცვლა, ეს უნდა განხორციელდეს Bosch ელექტროხელსაწყოების ავტორიზებული სერვის Bosch ცენტრში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ქანქარა დამცავი ბუდე ყოველთვის თავისუფლად უნდა მოძრაობდეს და თვითნებურად იხურებოდეს. ამისათვის ყოველთვის სუფთად შეინახეთ ქანქარა დამცავი ბუდის გარშემო მონაკვეთი. მტვერი და ბურბუშელა ჯაგრისით მოაშორეთ.