ძირითადი პარამეტრები – კონტროლი და დაყენება
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას გამორთეთ ელექტროკვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
ინტენსიური მუშაობის შემდეგ ზუსტი ხერხვის უზრუნველყოფის მიზნით უნდა შეამოწმოთ ელექტროხელსაწყოს პარამეტრები და საჭიროების შემთხვევაში შეცვალოთ ისინი.
ამისათვის თქვენ უნდა გქონდეთ გამოცდილება და სპეციალური ინსტრუმენტი.
Bosch ფირმის მომსახურების სახელოსნო ასრულებს მსგავს სამუშაოს სწრაფად და საიმედოდ.
ლაზერის გათანაბრება
მითითება: ლაზერის ფუნქციის შესამოწმებლად, საჭიროა ელექტროხელსაწყო შეუერთოთ ელექტროქსელს.
- ლაზერის გათანაბრებისას (მაგალითად, კრონშტაინის გადაადგილებისას) არასოდეს არ დააჭიროთ ამომრთველს. ელექტროხელსაწყოს უნებლიე გაშვებამ შეიძლება გამოიწვიოს ზიანი.
- ჩააყენეთ ელექტროხელსაწყო სამუშაო მდგომარეობაში.
კონტროლი (იხ. სურ. K1)
- ნამზადი განათავსეთ პირდაპირ ჭრის ხაზზე.
- დააჭირეთ ჩამკეტ ბერკეტს (1) და ნელა ჩამოუშვით კრონშტაინი სახელურით (16).
- გაასწორეთ ნამზადი ისე, რომ სახერხი დისკის კბილანები იყოს ერთ ხაზზე ხერხვის ხაზთან.
- დაიჭირეთ ნამზადი ამ პოზიციაში და ნელა აწიეთ სამუშაო ხელსაწყოს კრონშტაინი ზემოთ.
- დაამაგრეთ ნამზადი.
- ჩართეთ ლაზერის სხივი ამომრთველის მეშვეობით (19).
ლაზერის სხივი მთელ სიგრძეზე უნდა ემთხვეოდეს ჭრის ხაზს ნამზადზე და ასევე სამუშაო ხელსაწყოს კრონშტაინის გადაადგილებისას ქვემოთ.
დაყენება: (იხ. სურ. K2)
- მოატრიალეთ საყენებელი ხრახნი (35) ჯვრისებრი სახრახნისის მეშვეობით (12)მიწოდების კომპლექტიდან, რომ ლაზერის სხივი ნამზადის მთელ სიგრძეზე გადიოდეს ხერხვის ხაზის პარალელურად.
ბრუნვა საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებს ლაზერის სხივს მარცხნიდან მარჯვნივ, მხოლოდ ბრუნვა საათის ისრის მიმართულებით გადაადგილებს ლაზერის სხივს მარჯვნიდან მარცხნივ.
კუთხის ინდიკატორის გათანაბრება (იხ. სურ. L)
- მოიყვანეთ ელექტროხელსაწყო მუშა მდგომარეობაში.
- მოუშვით მომჭერ სახელურს (13) კუთხის საბჯენის (6).
- მოატრიალეთ კუთხის საბჯენი (6) ბჯენამდე პოზიციაში 0°.
კონტროლი
- დააყენეთ კუთხის კალიბრი 90°-ზე და განათავსეთ კუთხის საბჯენსა (6) და სახერხ დისკს შორის (31) მაგიდაზე (25).
კუთხის კალიბრის მხარი მთელ სირძეზე უნდა იყოს ერთ დონეზე კუთხის საბჯენთან.
რეგულირება
- მოატრიალეთ კუთხის საბჯენი (6) ისე, რომ კუთხის კალიბრის მხარი მთელ სირძეზე უნდა იყოს ერთ დონეზე სახერხ დისკთან.
- ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (13).
- მოუშვით ხრახნი (36) ჯვრისებრი სახრახნისის მეშვეობით (12) მიწოდების კომპლექტიდან და გაასწორეთ კუთხის ინდიკატორი ნიშნულზე 0°.
- ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ჭანჭიკს.