ექსპლუატაციისთვის მომზადება
გრძელი და მძიმე ნამზადები უნდა შედგათ რაიმეს ქვეშ ან მას შეუდგათ რამე ქვევიდან.
სახერხი მაგიდა შეიძლება დაგრძელდეს მარცხნივ მაგიდის დამაგრძელებლის მეშვეობით (11).
- მოატრიალეთ მომჭერი ბერკეტი (10) ქვემოთ.
- გამოწიეთ სახერხი მაგიდის დამაგრძელებელი (11) გარეთ საჭირო სიგრძეზე.
- მაგიდის დამაგრძელებლის ფიქსაციისთვის ისევ აწიეთ მომჭერი ბერკეტი (10) ზემოთ .
ირიბი კიდეს ჰორიზონტალური კუთხის დაყენება შესაძლებელია 0°-დან 45°-მდე დიაპაზონში.
ძირითადი დასაყენებელი მნიშვნელობები აღნიშნულია შესაბამისი ნიშნულებით კუთხის საბჯენზე (6). დაყენება პოზიციაში 0° და 45° უზრუნველყოფილია შესაბამისი საბოლოო საბჯენით.
- აუშვით მომჭერ სახელურს (13) კუთხის საბჯენის (6).
- მოატრიალეთ კუთხის საბჯენი (6)ისე, რომ კუთხის ინდიკატორი (33) აჩვენებდეს ხერხვის საჭირო ჰორიზონტალურ კუთხეს სკალაზე (34).
- ისევ მჭიდროდ მოუჭირეთ ფიქსაციის სახელურს (13).
ლაზერის სხივი აჩვენებს სახერხი დისკის ხერხვის ხაზს. ეს იძლევა ნამზადის ძალიან ზუსტი განლაგების საშუალებას ჭრისთვის, ამ დროს არ არის საჭირო ქანქარა დამცავი გარსაცმის გახსნა.
- ამისთვის საჭიროა ჩართოთ ლაზერის სხივი ამომრთველის მეშვეობით (19).
- გაასწორეთ მონიშვნა ნამზადზე ლაზერის ხაზის მარჯვენა ნაწიბურზე.
მითითება: ხერხვის დაწყრებამდე შეამოწმეთ, სწორად თუ არის მითითებული ხერხვის ხაზი. ინტენსიური ექსპლუატაციის შემთხვევაში ლაზერის სხივის მომართვა შეიძლება მოიშალოს.
სამუშაოს ოპტიმალური უსაფრთხოებისთვის, ყოველთვის დაამაგრეთ ნამზადი. არ დაამუშაოთ ნამზადი, რომლის ზომები არაა საკმარისი დასამაგრებლად.
გრძელი და მძიმე ნამზადი საჭიროებს მის ქვემოთ საყრდენის ან რამის შედებას.
- მიუდგით ნამზადი კუთხის საბჯენს (6).
- მიწიეთ ჩამკეტი შპინდელი (7) ნამზადთან და მოუჭირეთ შპინდელის სახელურის მეშვეობით (9).