გამოყენების მითიტებები
- მარკირებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ მხოლოდ ლაზერული ხაზის ცენტრი. ლაზერული ხაზის სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
შტატივი უზრუნველყოფს სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს გასაზომად. დადეთ საზომი ინსტრუმენტი ბუდით შტატივის ქვეშ 1/4" (12) შტატივის (29) ან ჩვეულებრივი ფოტოშტატივის კუთხვილზე. ჩვეულებრივ სამშენებლო შტატივზე დამაგრებისთვის გამოიყენეთ შტატივის ქვედა ბუდე 5/8" (13). დააფიქსირეთ საზომი ინსტრუმენტი შტატივის სამაგრი ხრახნის მეშვეობით.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.
მბრუნავი მაგნიტური სამაგრის ფიქსაციის საშუალებები (9):
- სწორ ზედაპირზე დგომისას (იხ. სურ. A),
- ჩვეულებრივი სამაგრი ხრახნის მეშვეობით, რომელიც ჩასმულია ნახვრეტში (8) ვერტიკალურ ზედაპირზე (იხ. სურ. B),
- მაგნიტების საშუალებით (14) მაგნიტურ მასალებზე (იხ. სურ. C),
- ჭერის კავთან ერთად კომბინაციაში (23) ლითონის ჭერის ძელაკზე (იხ. სურ. D-E),
- შტატივზე (იხ. სურ. F).
- მბრუნავი სამაგრის ზედაპირებზე დამაგრებისას, თითები მოარიდეთ მაგნიტური მბრუნავი სამაგრის უკანა მხარეს.. ძლიერი მაგნიტური მიზიდულობის შედეგად (14) შესაძლებელია თითების დაწეწკვა.
საზომი ინსტრუმენტის ჩართვის წინ გაასწორეთ მაგნიტური მბრუნავი სამაგრი თვალზომით (9).
მბრუნავი სამაგრის ზუსტი რეგულირების ჭანჭიკის მეშვეობით (11) შეგიძლიათ ზუსტად დაარეგულიროთ ვერტიკალური ლაზერული ხაზები საყრდენი წერტილებით.
ლაზერულ ხელსაწყოსთან სამუშაო სათვალე ფილტრავს გარემოს შუქს. ამის წყალობით ლაზერის შუქი თვალისთვის უფრო კაშკაშაა.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.