ექსპლუატაცია ბატარეებით (აქსესუარები)
ბატარეებით ექსპლუატაციისთვის ტუტე-მანგანუმის ბატარეები ჯდება ბატარეების ადაპტერში.
მითითება: თუ იყენებთ სხვა ბატარეებს, საზომი ინსტრუმენტის ჩართვისას ლაზერი დაიწყებს სწრაფად ციმციმს და შემდეგ გამოირთობა.
- ბატარეების გადამყვანი გათვალისწინებულია მხოლოდ შესაბამის Bosch საზომ ინსტრუმენტებში გამოსაყენებლად, დაუშვებელია მათი გამოყენება ელექტროხელსაყოში.
ბატარეების ადაპტერში ჩასადებად დააჭირეთ ფიქსატორს (19) ბატარეების ადაპტერის თავსახუზე და გახსენით თავსახური. ჩასვით ბატარეები ბატარეების გადამყვანში (18). უზრუნველყავით პოლუსების სწორი მიმართულება, ბატარეების ადაპტერის შიდა მხარეს განთავსებული გამოსახულების შესაბამისად.
ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
დახურეთ ბატარეების ადაპტერის თავსახური (18) და დაელოდეთ დაფიქსირებას.
ბატარეების ადაპტერის დასაყენებლად ჩასვით ბატარეების ადაპტერი (18) აკუმულატორის განყოფილებაში (22) ისე, რომ საგრძნობლად შევიდეს მოდებაში.
ბატარეებით ექსპლუატაციისას ენერგიის დაზოგვის რეჟიმი დუმილისამებრ ჩართულია.იმისთვის, რომ გამორთოთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმი, დააჭირეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმის ღილაკს (1).
ბატარეების ადაპტერის ამოსაღებად (18) დააჭირეთ განბლოკვის ღილაკს (17) ბატარეების ადაპტერში და გამოიღეთ ადაპტერი აკუმულატორის განყოფილებიდან (22).
- ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებთ. ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს ბატარეების კოროზია და თვითგანმუხტვა.