სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა
მტვრისგან დაცვის თავსახური (3) მნიშვნელოვნად ამცირებს ბურღვისას მტვრის პატრონში მოხვედრას.ინსტრუმენტის დაყენებისას დარწმუნდით, რომ მტვრისგან დაცვის თავსახური (3) არ არის დაზიანებული.
- მაშინვე გამოცვალეთ მტვრისგან დაცვის თავსახური დაზიანების შემთხვევაში. რეკომენდირებულია შეუკვეთოთ მტვრისგან დაცვის თავსახური მომსახურების ცენტრის მეშვეობით.
სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა (SDS-plus)
სამუშაო ინსტრუმენტის დაყენება SDS-plus (იხ.სურ. C)
საბურღი პატრონის წყალობით SDS-plus შეგიძლიათ ადვილად და მოხერხებულად გამოცვალოთ ინსტრუმენტი დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე.
- გაწმინდეთ და ოდნავ გაპოხეთ გამოსაცვლელი ინსტრუმენტის ჩასასმელი კუდი.
- ჩასვით გამოსაცვლელი ინსტრუმენტი მისთვის განკუთვნილ პატრონში, მოატრიალეთ ისე რომ ავტომატურად დაფიქსირდეს.
- შეამოწმეთ ფიქსაცია, სამუშაო ინსტრუმენტის გამოწევის მცდელობით.
SDS-plus სისტემის წყალობით გამოსაცვლელი ინსტრუმენტის ტრიალებს თავისუფლა. ამის წყალობით უქმი სვლის დროს ხდება რადიალური დარტყმა. ეს არ მოქმედებს ხვრელის შესრულების სიზუსტეზე, ვინაიდან ბურღი იცენტრება ბურღვისას.
სამუშაო ინსტრუმენტის SDS-plus მოხსნა (იხ.სურ. D)
- გაწიეთ ფიქსაციის მილისი (4) უკან და ამოიღეთ სამუშაო ინსტრუმენტი.
კბილანიან-გვრიგვინიანი საბურღი პატრონის სამუშაო ინსტრუმენტის გამოცვლა
სამუშაო იარაღის დაყენება (იხ. სურ. E)
მითითება: არ გამოიყენოთ ინსტრუმენტი SDS plus გარეშე დარტყმითი ბურღვისთვის ან ტეხვისთვის! ინსტრუმენტები SDS plus გარეშე და მათი პატრონები ფუჭდება დარტყმითი ბურღვისას და ტეხვისას.
- ჩასვით კბილანიან-გვირგვინიანი საბურღი პატრონი (19).
- გახსენით კბილანიანი საბურღი პატრონი (19), იმდენად მოტრიალებით, რომ შესაძლებელი იყოს სამუშაო ინსტრუმენტის ჩასმა. ჩასვით ინსტრუმენტი.
- ჩასვით საბურღი პატრონის გასაღები (21) შესაბამის ხვრელში კბილანიან გვირგვინიან საბურღ პატრონზე (19) და თანაბრად მოუჭირეთ სამუშაო ინსტრუმენტს.
- მოატრიალეთ დარტყმის ამომრთველი/ბრუნვის შემჩერებელი (13) პოზიციაზე "ბურღვა".
იარაღის ამოღება ვაზნიდან (იხ. სურ. F)
- მოატრიალეთ კბილანიან გვირგვინიანი პატრონის გილზა (19) პატრონის გასაღების მეშვეობით (21) საათის ისრის საწინააღმდეგოდ, სანამ არ შეძლებთ მოხსნათ ცვლადი ინსტრუმენტი.