გამოყენება დანიშნულებისამებრ
ელექტროხელსაწყო განკუთვნილია ბეტონში, აგურში და ქვაში პერფორაციისთვის, ისევე როგორც მსუბუქი საპობი სამუშაოებისთვის.ის აგრეთვე ვარგისია ხის, ლითონის, კერამიკის და პლასტმასის დარტყმის გარეშე გახვრეტისთვის. ელექტროხელსაწყო ელექტრონული რეგულირებით და ბრუნის მიმართულების რევერსით ვარგისია აგრეთვე ხრახნების ჩახრახვნის და ამოხრახვნისთვის.