ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- გამოიღეთ შტეფსელი როზეტიდან მტვერსასრუტის გაწმენდამდე ან ტექნიკურ მომსახურებამდე, მოწყობილობის რეგულირებისთვის, აქსესუარების შეცვლამდე ან მტვერსასრუტის შენახვამდე. ეს უსაფრთხოების ზომები აღკვეთს მტვერსასრუტი შემთხვევით გაშვებას.
- მტვერსასრუტი და სავენტილაციო ჭრილები სუფთად შეინახეთ, რათა უზრუნველყოთ ეფექტურობა და უსაფრთხო მუშაობა.
- მტვერსასრუტის ტექნიკური მომსახურების შესრულებისას და გაწმენდისას ჩაიცვით რესპირატორი.
თუ საჭიროა შემაერთებელი კაბელის გამოცვლა, ეს უნდა განხორციელდეს Bosch ელექტროხელსაწყოების ავტორიზებული სერვის Bosch ცენტრში, საფრთხის თავიდან ასაცილებლად.
ტექნიკური მომსახურებისას მტვერსასრუტი უნდა დაშალოთ, გაწმინდოთ და შეასრულოთ ტექმომსახურების სამუშაოები, ამასთან საფრთხე არ უნდა შეუქმნათ მომსახურე პერსონალს და სხვა ხალხს.დაშლის წინ აუცილებელია მტვერსასრუტის გაწმენდა, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო საფრთხე.შენობა რომელშც სრულდება მტვერსასრუტის დაშლა, უნდა იყოს კარგად განიავებადი.ტექმომსახურების სამუშაოების შესრულებისას ჩაიცვით ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ტექმომსახურების სამუშაოების შესრულების შემდეგ უნდა აალაგოთ ადგილი, სადაც სრულდებოდა ტექმომსახურება.
მინიმუმ წელიწადში ერთხელ საჭიროა, რომ მწარმოებელმა ან ინფორმირებულმა სპეციალისტმა შეასრულონ ელექტროხელსაწყოს შემოწმება მტვრის შეგროვების ხარისხის საგანზე, მაგ.: ფილტრის დაზიანება, მტვერსასრუტის ჰერმეტულობა და საკონტროლო მოწყობილობის გამართულობა.
L კლასის მტვერსასრუტებში, რომლებიც ბინძურ გარემოში იმყოფებიან, უნდა გაწმინდოთ გარედან, ისევე როგორც ელექტროხელსაწყოს ყველა დეტალი და დაამუშავოთ ისინი ჰერმეტიკით.ტექმომსახურების და შეკეთების სამუშაოების შესრულებისას ყველა დაბინძურებული დეტალი, რომელთა გაწმენდა სათანადოდ შეუძლებელია, უნდა გადაყაროთ. მსგავსი დეტალები უნდა გადაყაროთ არა გამჭვირვალე ტომარებით, მსგავსი ნარჩენების უტილიზაციის მოქმედი წესების შესაბამისად.
- დრო და დრო გაწმინდეთ მტვერსასრუტის კორპუსი სველი ტილოთი.
შეწოვის მწარმოებლურობა დამოკიდებულია ფილტრის მდგომარეობაზე. ამასთან დაკავშირებით რეგულარულად გაწმინდეთ ფილტრი.
დაზიანებული ბრტყელი დაკეცილი ფილტრი (24) დაუყოვნებლივ გამოცვალეთ.
- მოქაჩეთ ენაკით (16) და გახსენით ფილტრის თავსახური (34).
- აიღეთ ბრტყელი დაკეცილი ფილტრი (24) კედლებით და ამოიღეთ, ზევით მოქაჩვით.
- სველი ტილოთი მოაშორეთ მტვერი და ჭუჭყი, რომელიც ბრტყელი დაკეცილი ფილტრის მოხსნისას მოხვდა (24), ფილტრის თავსახურს (34).
ბრტყელი დაკეცილი ფილტრები PES (პოლიეფილსულფონი) და PTFE (პოლიტეტრაფტორეთილენი) შეგიძლიათ გარეცხოთ გამდინარე წყლის ქვეშ. - ჩადეთ ახალი ან გაწმენდილი ბრტყელი დაკეცილი ფილტრი (24) და ყურადღება მიაქციეთ, რომ მჭიდროდ და სწორედ იჯდეს.
- დახურეთ ფილტრის თავსახური (34) (ის უნდა შევიდეს მოდებაში სმენადი წკაპუნით).