სიმბოლოები
შემდეგი სიმბოლოები შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მტვერსასრუტის ექსპლუატაციისას. დაიმახსოვრეთ ეს სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები. სიმბოლოების სწორი გაგება დაგეხმარებათ ეფექტურად და უსაფრთხოდ გამოიყენოთ მტვერსასრუტი.
სიმბოლოები და მათი მნიშვნელობები | |
---|---|
გაფრთხილება! წაიკითხეთ უსაფრთხოების ტექნიკის ყველა მითითება და ინსტრუქცია. უსაფრთხოების ტექნიკის მითითებების და ინსტრუქციის დაუცველობა იწვევს ელექტრული დენით დაზიანებას, ხანძარს და/ან მძიმე ტრავმებს. | |
L კლასის მტვერსასრუტი IEC/EN 60335-2-69 შესაბამისად მშრალი, ჯანმრთელობისთვის მავნე მტვრის მოსაშორებლად ეკსპოზიციური დოზის > 1 მგ/მ³ ზღვრული მაჩვენებლით | |
გაფრთხილება! მტვერსასრუტი შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე მტვერს. გავლების და ტექმომსახურების პროცედურები, მათ შორის მტვრის კონტეინერის გამოღება, ნებადართულია მხოლოდ სპეციალისტის მიერ. საჭიროა შესაბამისი დამცავი აღჭურვილობა. არ ამუშაოთ მტვერსასრუტი სრული და ხარისხიანად დაყენებული საფილტრი სისტემის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დააყენებთ თქვენს ჯანმრთელობას. | |
დააყენეთ მხოლოდ ერთი ქეისი L-BOXX. ქეისი L-BOXX მასა მის შიგთავსთან ერთად არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ. | |
არ ჩამოკიდოთ მტვერსასრუტი კრანის კავზე, მაგ.: ტრანსპორტირებისთვის. მტვერსასრუტი არ არის გამოსადეგი კრანით ასაწევად. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ტრავმები და მტვერსასრუტის დაზიანება. | |
არ დაჯდეთ და არ დააბიჯოთ მტვერსასრუტს, აგრეთვე არ გამოიყენოთ ის კიბის სახით. მტვერსასრუტი შესაძლოა გადაყირავდეს ან დაზიანდეს. არსებობს ტრავმირების საფრთხე. | |
ავტომატური ჩართვა/გამორთვა | |
გამორთვა | |
შეწოვის რეჟიმი | |
Мin/Max | შეწოვის ინტენსიურობის თანაბარი რეგულირება:
|
AFC | ფილტრის ავტომატური გაწმენდა (AFC = Automatic Filter Cleaning) |
ჩართული ელექტროხელსაწყოს მაქსიმალურად დასაშვები საერთო მოხმარებადი სიმძლავრის მითითებები (დამოკიდებულია ქვეყანაზე) |