ექსპლუატაციაში ჩაშვება
- გაითვალისწინეთ ძაბვა ელექტრო ქსელში! კვების წყაროს ძაბვა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროხელსაწყოს მონაცემებს ქარხნულ ფირფიტაზე.
ბრუნვის ბლოკირების ამომრთველის მეშვეობით (3) აირჩიეთ ელექტროხელსაწყოს სამუშაო რეჟიმი.
- სამუშაო რეჟიმის შესაცვლელად, გადაატრიალეთ ბრუნვის ბლოკირების ამომრთველი (3) საჭირო პოზიციაში.
პოზიცია დარტყმითი ბურღისთვის
თუ მოსახსნელი იარაღი იმწამსვე არ ტრიალდება, მიეცით ელექტროხელსაწყოს დაბალ ბრუნებზე მუშაობის შესაძლებლობა, სანამ მოსახსნელი იარაღი არ მოტრიალდება.
პოზიცია Vario-Lock ღოჯის პოზიციის შესაცვლელად
პოზიცია ტეხვისთვის
მითითება: გადართეთ მუშაობის რეჟიმი მხოლოდ გამორთულ ელექტროხელსაწყოზე! ელექტროხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა, თუ შეცვლით მუშაობის რეჟიმს მუშა ელექტროხელსაწყოზე.
- ელექტროხელსაწყოს ჩასართავად დააჭირეთ ამომრთველს (6).
დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში ელექტროხელსაწყო აღწევს ტეხვის/დარტყმის სრულ სიმძლავრეს გარკვეული დროის შემდეგ.
- ამომრთელის ბლოკირებისთვის (6) დააჭირეთ და გეჭიროთ ამომეთველი და ფიქსაციის ღილაკი (5).
- ელექტროხელსაწყოს გამოსართავადაუშვით ამომრთველი (6).
როდესაც ამომრთველი (6) დაბლოკილია, დააჭირეთ, (5) ხოლო შემდეგ აუშვით ფიქსაციის ღილაკი.
ჩართული ელექტროხელსაწყოს ბრუნების/დარტყმების რიცხვი შეგიძლიათ დაარეგულიროთ, ამომრთველზე დაჭერის ძალისხმევის ცვლილებით (6).
ამომრთველზე ნელი დაჭერისას (6) ელექტროინსტრუმენტი მუშაობს ბრუნების/დარტყმების დაბალი რიცხვით. დაჭერის საფეხურის გაზრდით ბრუნების/დარტყმების რიცხვი იზრდება.
ბრუნების რიცხვი ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ სამომხმარებლო ინტერფეისის ან სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით.
თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ღოჯი 12 პოზიციაში. ეს საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ოპტიმალური სამუშაო პოზიცია თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.
- ჩასვით ღოჯი იარაღის დამჭერში.
- მოატრიალეთ ბრუნვის ბლოკირების ამომრთველი (3) პოზიციაში „Vario-Lock“.
- მოატრიალეთ მოსახსნელი იარაღი ნგრევისთვის საჭირო პოზიციაში.
- მოატრიალეთ ბრუნვის ბლოკირების ამომრთველი (3) „ნგრევის“ პოზიციაში.იარაღის დამჭერი ახლა დაფიქსირებულია.
სწრაფი გამორთვის ფუნქცია (KickBack Control) უზრუნველყოფს ელექტროხელსაწყოს უკეთესს კონტროლს და ამრიგად აუმჯობესებს მომხმარებლის დაცვას სხვა ელექტროხელსაწყოებთან შედარებით KickBack Control-ის გარეშე. ელექტროხელსაწყოს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ბრუნვისას ბურღის ბირთვის მიმართ ელექტროხელსაწყო გამოირთობა, ამასთან სწრაფი გამორთვის ფუნქციის ინდიკატორი (12) ანთია წითლად, ხოლო მდგომარეობის ინდიკატორი (15) ციმციმებს წითლად.
- განმეორებითი ჩართვისთვის აუშვით ამომრთველი (6) და ისევ დააჭირეთ მას.