სამუშაო მითითებები

  • თუ მჭრელი ინსტრუმენტი იჭედება ან ჩაახვევს, საბურღი შპინდელის ძრავა იბლოკება.ყოველთვის მყარად გეჭიროთ ელექტროხელსაწყო ორივე ხელით მუშაობის დროს წარმოქმნილი ძალების გამო.
  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და დააფიქსირეთ გამოსაცვლელი ხელსაწყო ელექტროხელსაწყოს ბლოკირების შემთხვევაში.ელექტროინსტრუმენტის ჩართვისას გაჭედილი საბურღით წარმოიქმნება მაღალი უკუ მომენტები.

ვიბრაციების დემპფირების ინტეგრირებული ფუნქცია ამცირებს წარმოქმნილ ვიბრაციებს.

  • არ გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო დაზიანებული ვიბრაციის დემპფერით.

ფუნქცია შეხსენება შესვენების შესახებ (ინდიკატორი(14)) გეხმარებათ ყოველდღიურ მუშაობაში თავიდან აიცილოთ ფიზიკური დაღლილობა.

ფუნქციის რეგულირება და გაუქმება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციაში (დუმილისამებრ: ფუნქცია დეაქტივირებულია).

მითითება:  (16) ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ გააუქმოთ ფუნქცია შეხსენება შესვენების შესახებ, თუ ამოწურულია განსაზღვრული მუშაობის ხანგრძლივობა და შესვენების შესახებ შეხსნების ინდიკატორი (14) ანთია წითლად.

შეხსენება შესვენების შესახებ ფუნქციის ინდიკატორი (14)

მნიშვნელობა/მიზეზი

მწვანე

ფუნქცია შეხსენება შესვენების შესახებ აქტიურია.

მუშაობის ხანგრძლივობის რეგულირების ვარიანტები სმარტფონის აპლიკაციაში:

  • 30 წუთი
  • 1 საათი

წითელი შუქი

  • ელექტროხელსაწყოს მდგომარეობის ანთებულ წითელ ინდიკატორთან კომბინაციაში (15)

მუშაობის განსაზღვრული ხანგრძლივობა ამოწურულია.

თუ ამოწურულია მუშაობის განსაზღვრული ხანგრძლივობა, ელექტროხელსაწყო აგრძელებს მუშაობას ძრავის გამორთვამდე ან ელექტროხელსაწყოს გამორთვამდე.

ელექტროხელსაწყოს განმეორებითი ჩართვა შესაძლებელია 10 წუთიანი შესვენების შემდეგ.

ვიბრაციის შესახებ ყოველდღიური გაფრთხილების ფუნქცია (ინდიკატორი (17)) გეხმარებათ მუშაობისას დაიცვათ კანონით განსაზღვრული ზემოქმედების მაქსიმალური მნიშვნელობა (ELV). ეს თავიდან აგაცილებთ ხელების კანკალის სინდრომის წარმოშობას.

ფუნქციის აქტივაცია და დეაქტივაცია ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციაში (დუმილისამებრ: ფუნქცია დეაქტივირებულია).

მითითება: როდესაც აქტიურია ვიბრაციის შესახებ ყოველდღიური გაფრთხილების ფუნქცია (16) ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ გადატვირთოთ ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობის ტაიმერი.

ვიბრაციის გაფრთხილების ინდიკატორი (17)

მნიშვნელობა/მიზეზი

მწვანე

ვიბრაციის შესახებ ყოველდღიური გაფრთხილების ფუნქცია აქტიურია.

წითელი შუქი

  • ელექტროხელსაწყოს მდგომარეობის ანთებულ წითელ ინდიკატორთან კომბინაციაში (15)

მუშაობის ყოველდღიურმა ხანგრძლივობამ მიაღწია ზემოქმედების მაქსიმალურ მნიშვნელობას (ELV).

ელექტროხელსაწყო გამოირთობა ავტომატურად.

  • დაასრულეთ სამუშაო ან დაავალეთ მისი გაგრძელება სხვას.

კარგი შედეგების მიღწევა შეიძლება მხოლოდ კარგად გალესილი სანგრევი იარაღის მეშვეობით, ამიტომ სანგრევი იარაღი ყოველთვის დროულად უნდა გაილესოს. ეს უზრუნველყოფს იარაღის მუშაობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და მუშაობის კარგ შედეგს.

გახეხეთ სანგრევი იარაღი სახეხი რგოლით, მაგალითად ელექტროკორუნდისგან, წყლის მუდმივი მიწოდებით.უზრუნველყავით, რომ დანებზე არ იყოს ჟანგის ფერი; ეს მოქმედებს სანგრევი იარაღის სისალეზე.
ჭედვისთვის გააცხელეთ ღოჯი 850-დან 1050 °C-მდე (ღია წითლიდან ყვითელ ფერამდე).
წრთობისთვის გააცხელეთ ღოჯი დაახლ. 900 °C-მდე და გააგრილეთ ზეთში. შემდეგ დატოვეთ ღუმელში დაახლოებით ერთი საათით 320 °C ტემპერატურაზე (ღია ლურჯი ფერი).