საზომი ინსტრუმენტის კვება
ბატარეების დაყენება/შეცვლა
საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.
ბატარეების განყოფილების გამოსაღებად (13) მოატრიალეთ ფიქსატორი (14) პოზიციაში . გამოწიეთ ბატარეების განყოფილება საზომი ხელსაწყოდან და ჩასვით ბატარეები.
ამავე დროს, უზრუნველყავით პოლიუსების სწორი მიმართულება ბატარეის განყოფილების შიდა მხარეს არსებული სურათის შესაბამისად.
ყველა ბატარეა ერთდროულად გამოცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
ჩასვით ბატარეების განყოფილება (13) საზომ ინსტრუმენტში და მოატრიალეთ ფიქსატორი (14) პოზიციაში .
- ამოიღეთ ბატარეები საზომი ხელსაწყოდან, თუ მათ დიდი ხნის განმავლობაში არ იყენებთ. ხანგრძლივმა შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს ბატარეების კოროზია და თვითგანმუხტვა.
დამუხტვის დონის ინდიკატორი
თუ ბატარეების გნმუხტვის გაფრთხილება (12) ციმციმებს პირველად წითლად, საზომი ხელსაწყო შეიძლება გამოყენებულ იქნას კიდევ 2 საათი.
თუ ბატარეების განმუხტვის შესახებ გაფრთხილება (12) ანთია უწყვეტად, შემდგომი გაზომვა შეუძლებელია. საზომი ხელსაწყოს მუშაობის 1 წთ. შემდეგ ავტომატურად ითიშება.