გამოყენების მოთითებები
- მოსანიშნად ყოველთვის გამოიყენეთ ლაზერული წერტილების ან ლაზერული ხაზების შუა ნაწილი. ლაზერული წერტილების ზომა/ლაზერული ხაზების სიგანე იცვლება მანძილიდან გამომდინარე.
შტატივი უზრუნველყოფს გაზომვებისთვის სტაბილურ, სიმაღლეზე რეგულირებად საყრდენს. დააყენეთ საზომი ხელსაწყო ბუდით შტატივის ქვეშ 5/8" (15) შტატვის კუთხვილზე (32). დააფიქსირეთ საზომი ხელსაწყო შტატივის სამაგრი ხრახნით.
ზომების შკალიან შტატივზე გამოსაწევ მონაკვეთზე შეგიძლიათ უშუალოდ დააყენოთ ცდომილება სიმაღლეზე.
საზომი ხელსაწყოს ჩართვამდე წინასწარ გაასწორეთ შტატივი.
თქვენ შეგიძლიათ საზომი ხელსაწყოს დაყენება კედლის სამაგრზე გასწორების ბლოკის მეშვეობით (36). ამისათვის მოუჭირეთ კედლის სამაგრის ხრახნს 5/8" (38) ბუდეში შტატივის ქვეშ (15) საზომ ხელსაწყოზე.
კედელზე მონტაჟი: კედელზე მონტაჟი რეკომენდირებულია, მაგ.: სიმაღლეზე სამუშაოდ, რომელიც აღემატება შტატივის გამოწევის სიმაღლეს, ან არამყარ ზედაპირზე და შტატივის გარეშე მუშაობისას.
მიახრახნეთ კედლის სამაგრი (36) ხვრელების მეშვეობით (34) კედელზე ან სამაგრი ხრახნის მეშვეობით (33) თამასაზე. დაამონტაჟეთ კედლის სამაგრი რაც შეიძლება გამოშვერილად და ყურადღება მიაქციეთ დამაგრების საიმედოობას.
შტატივზე დამონტაჟება: თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ მიახრახნოთ კედლის სამაგრი (36) ბუდეში შტატივის ქვეშ (35) შტატივის უკნიდან. ეს სამაგრი განსაკუთრებით რეკომენდირებულია სამუშაოებისთვის, რომლებშიც ბრუნვის სიბრტყე უნდა გასწორდეს რეპერული ხაზის მიმართ.
გასწორების ბლოკის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გადაადგილოთ დაყენებული საზომი ხელსაწყო ვერტიკალურად (კედელზე მონტაჟისას) ან ჰორიზონტალურად (შტატივზე მონტაჟისას) დაახ. 16 სმ ფარგლებში. ამისათვის მოუშვით ხრახნი (37) გამასწორებელ ბლოკზე, გადაადგილეთ საზომი ხელსაწყო საჭირო პოზიციაზე და ისევ მოუჭირეთ ხრახნს (37).
არახელსაყრელი განათების შემთხვევაში (ძლიერი განათება, პირდაპირი მზის სხივები) და დიდ მანძილზე ლაზერული სხივის მოსაძებნად გამოიყენეთ ლაზერული მიმღები (30).
თუ სამშენებლო ლაზერს აქვს მუშაობის რამოდენიმე რეჟიმი, აირჩიეთ ჰორიზონტალური და ვერტიკალური მუშაობის რეჟიმები ბრუნვის ყველაზე მაღალი სიჩქარით.
ლაზერული მიმღებით მუშაობისთვის, გაეცანით პოზიციას და იმოქმედეთ ექსპლუატაციის მოცემული სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მართვის ღილაკებზე დაჭერისას შეიძლება საზომი ხელსაწყოს გასწორებული მდგომარეობიდან გამოყვანა, ისე რომ ბრუნვა დროებით შეჩერდება.ამის თავიდან აცილება შეგიძლიათ დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით.
დისტანციური მართვის სენსორები (7) განთავსებულია საზომი ხელსაწყოს სამ მხარეს, მათ შორის მართვის პანელზე წინიდან.
ლაზერულ ხელსაწყოსთან სამუშაო სათვალე ფილტრავს გარემოს შუქს. ამის წყალობით ლაზერის შუქი თვალისთვის უფრო კაშკაშაა.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) დამცავი სათვალეების სახით. ლაზერული ინსტრუმენტით მუშაობის სათვალეები უზრუნველყოფენ ლაზერული სხივის საუკეთესო მანძილს, მაგრამ არ იცავენ ლაზერული გამოსხივებისგან.
- არ გამოიყენოთ სათვალეები ლაზერული ინსტრუმენტით სამუშაოდ (აქსესუარი) მზის დამცავი სათვალეების სახით ან საჭესთან. ლაზერთან მუშაობის სათვალეები არ უზრუნველყოფენ სრულ უი-გამოსხივებისგან დაცვას და ამცირებს სწორი ფერების აღქმას.